„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, აღიარა, რომ, ესმის იმ ადამიანების, ვინც 2022/23 წლების სეზონში მიუნხენელთა ბუნდესლიგაში გამარჯვებას დაუმსახურებელად მიიჩნევს.
„ასეთი ჩემპიონატის მოგება წარმოუდგენელია, ვაგებდით, მაგრამ შემდეგ ჯამალ მუსიალამ მოახერხა გოლის გატანა. რა ვთქვა... ვისაც გერმანული ფეხბურთი აინტერესებს, გულში აუცილებლად გაუჩნდება განცდა, რომ ტიტული არ დაგვიმსახურებია და ეს მესმის. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოუდგენელი მომენტია.“ - ციტირებს მიულერის სიტყვებს Eurosport.de.
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ტიტული ბოლო, 34-ე ტურში მოიპოვა. თომას ტუხელის გუნდმა სტუმრად „კიოლნი“ დაამარცხა (2:1), უშუალო კონკურენტმა, დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი „მაინცს“ ვერ მოუგო (2:2).
„ბაირნი“ ბუნდესლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა.