ფეხბურთი

16:12 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ ერლინგ ჰოლანდი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა

ინგლისის პრემიერლიგამ (EPL) თავისი ოფიციალური რესურსებით „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

ჰოლანდს კენჭი პრემიერლიგის 20-მა კაპიტანმა და ფეხბურთის ექსპერტთა ჯგუფმა უყარა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა აჯობა კევინ დე ბრუინს („მანჩესტერ სიტი“), ჰარი კეინს („ტოტენჰემი“), მარტინ ედეგორს და ბუკაიო საკას (ორივე - „არსენალი“), მარკუს რაშფორდს („მანჩესტერ იუნაიტედი“) და კირან ტრიპიერს („ნიუკასლი“).

22 წლის ჰოლანდმა ამ სეზონში პრემიერლიგაში 35 მატჩში 36 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. ნორვეგიელი თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტის“ ვადაზე ადრე გაჩემპიონებაში დაეხმარა .

0.114594