ფეხბურთი

14:43 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

რიკელმეს გამოსამშვიდობებელ მატჩზე მესი, დი მარია და პარედესი მიიწვიეს

„ბოკა ხუნიორსის“ და „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი, ხუან რომან რიკელმე გამოსამშვიდობებელ მატჩს 2023 წლის ივნისის ბოლოს გამართავს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი მარტინ არევალო.

წყაროს ცნობით, მატჩი რიკელმეს დაბადების დღის მეორე დღეს, 25 ივნისს გაიმართება. ყოფილი ნახევარმცველი 45 წლის ხდება. ეს თამაში რიკელმეს ფეხბურთთან დამშვიდობების ღონისძიებათაც მოიაზრება.

ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლოს ბიანკი იქნება. მატჩში მონაწილეობის მისაღებად პსჟ-ის თავდამსხმელი, ლიონელ მესი და ტურინის ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები, ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესიც მიიწვიეს. ითამაშებს რიკელმეს რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელიც.

ხუან რომანმა პროფესიონალური სათამაშო კარიერა 2015 წელს დაასრულა.

0.061121