კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ქართველმა სპეციალისტმა მოახლოებული ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: დიმიტრის დიმიტრიუ, ნეოფიტოს მიხაილი, კონსტანუს პანაი
მცველები: ნიკოლას იოანუ, სტელიოს ანდრეუ, კონსტანტინოს ლაიფისი, იოანის, კუსულოსი, ხარალაბოს კირიაკუ, მარიოს ანტონიადისი, კოსტას პილეასი
ნახევარმცველები: დიმიტრის ხრისტოფი, ხარალაბოს ხარალაბუსი, დანილო სპოლიარიჩი, ალექსანდროს გოგიჩი, მიხალის იოანუ, კოსტაკის არტიმატასი, გრიგორის კასტანოსი
თავდამსხმელები: ანდრონიკოს კაკულისი, იოზოს იოიზუ, ანდრეას პონიაგიუტუ, მინას ადონუ, იონანის პიტასი, მარინოს ძონისი, პიერო სოტირიუ
შეგახსენებთ, რომ კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 17 ივნისს გაიმართება.