ფეხბურთი

1:41 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია თურქულ კლუბში გადავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქულ „ჰატაისპორში“ გააგრძელებს. ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

პორტუგალიური A Bola წერს, რომ გიორგი „ჟილ ვისენტეს“, რომელთანაც კონტრაქტი ეწურება, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ის თურქულ კლუბში ორ დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შემდეგ „ჰატაისპორი“ თურქეთის სუპერლიგას ჩაეხსნა, მაგრამ ადგილი შეუნარჩუნდა, შესაბამისად, ახალი სეზონიდა ისევ სუპერლიგაში ითამაშებს. დიდი შანსია, რომ კლუბს საბა ლობჟანიძეც დაუბრუნდეს, რომელმაც ეს სეზონი იჯარით „კარაგუმრუკში“ დაასრულა.

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა წერს, რომ აბურჯანიას შეთავაზება „ალანიასპორიდანაც“ ჰქონდა, მაგრამ მან არჩევანი „ჰატაისპორზე“ გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ „ჟილ ვისენტეში“ ქართველმა ფეხბურთელმა დღემდე 63 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113106