მონაკოს დიდი პრიზის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, თავისი განახლებული მანქანით კმაყოფილი დარჩა. მონკოს ვიწრო ტრასა ის ადგილი არაა, რომელიც განახლების ზუსტად შეფასების საშუალებას იძლევა. მაგრამ ჰამილტონი ამბობს, რომ საოცარი დღე ჰქონდა.
ჰამილტონი, ვისაც 2021 წლის შემდეგ, ერთი მოგებაც არ აქვს, პირველი პრქტიკის შემდეგ, მესამე უსწრაფესი იყო, მეორე პრაქტიკა კი მეექვსე დროით დაასრულა. და რაც მთავარია, მანქანის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.
„საერთო ჯამში, საოცარი დღე მქონდა. ამ მანქანის მართვით სიამოვნება მივიღე. მინდა დიდი, დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გუნდის საწარმოში მის შექმნაზე იმუშავა. მანქანის შემუშავება და აგება რთული საქმეა და ამას ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომა დასჭირდა. მათი წყალობით, მე დღეს კმაყოფილი ვარ. მონაკო ის ადგილი არაა, სადაც რეალურ ტესტირებას და სიახლეების შეფასებას შეძლებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ჰამილტონმა.
ის დასძენს, რომ „მერსედესს“ ბევრი შრომა დასჭირდება იმისთვის, რომ მანქანისგან მაქსიმალური წარმადობა გამოწუროს, ეს კი მას გამარჯვებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.
თანაგუნდელი ჯორჯ რასელიც კმაყოფილია და დასძენს, რომ განახლების რეალურად შეფასება მომდევნო ეტაპზე იქნება შესაძლებელი, რომელიც ბარსელონაში, ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.