ფეხბურთი

1:04 | 27.05.2023 | ნანახია 6957 - ჯერ

ბოლო ტურის წინ "მეცი" "ბორდოს" დაეწია: მიქაუტაძე-დავითაშვილის გუნდები დიდი კონკურენცია

საფრანგეთის ლიგა 2-ის 37-ე ტურში „მეცმა“ მოიგო, „ბორდო“ დამარცხდა, რის შედეგადაც ლიგა 1-ში გადასვლის უფრო დიდი შანსი გიორგი მიქაუტაძის გუნდს მიეცა.

„მეცმა“ გასვლაზე „სოშოს“ საბალის გოლით აჯობა. ამჯერად მიქაუტაძემ მოედანი უგოლოდ დატოვა. ის 36 მატჩში 23 გოლით და 8 საგოლე პასით საუკეთესო ბომბარდირია.

„ბორდომ“ კი სტუმრად მოულოდნელი მარცხი განიცადა „ანესის“ წინააღმდეგ 0:1. ჟირონდელებმა მეცხრე წუთზე გაუშვეს და მერე ვეღარაფერი შეცვალეს. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა.

ამრიგად, ბოლო ტურის წინ ორივე გუნდს 69-69 ქულა აქვს, მაგრამ მეორე ადგილზეა „მეცია“ ბურთების უკეთესი ბალანსით. ბოლო ტურში „მეცი“ 2 ივნისს, „ბასტიას“ უმასპინძლებს, ხოლო იმავე დღეს „ბორდო“ „როდეზს“ დაუხვდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:51 | 27.05.2023
Zazae890 (102)

მეცი პსჟ მაგარი იქნება

09:22 | 27.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეცი რომ გავიდეს ეგ ჯობია

03:45 | 27.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბორდომ საკუთარ თავს თვითონ გაუჩალიჩა

01:34 | 27.05.2023
ბაგი-რეი (2264)

ლე ავრის წაგების შემთხვევაში ბორდოს და მეცს აქვთ გასვლის შანსი.

01:32 | 27.05.2023
alfadhirhaiti (7530)

იმედია ომს გაუმართავს ბასტია მეცს და ქულას მაინც გამორჩება. ბორდო ლიგა1-ში!

07:58 | 27.05.2023
georgianwelder (778)

ბორდო რატო? დავითაშვილი იჯარითაა და სავარაუდოდ ბორდო არ გამოისყიდის. ხოლო მეცისთან კონტრაქტი აქვს მიქაუტაძეს და რომ არავინ არ იყიდოს ლიგა 1 მაინც ითამაშებს

15:53 | 27.05.2023
alfadhirhaiti (7530)

შანსი არაა არავინ იყიდოს. დავითაშვილი გამოსყიდულია, 90%.

0.118226