სხვა

0:45 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ეტაპის წინ, თომასმა ჯიროს ლიდერობა შეინარჩუნა

ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანლი გერეინ თომასი, ჯიროზე ტრიუმფთან ახლოსაა. დღევანდელ ურთულეს, მე-19 ეტაპზე, რომლის მარშრუტშიც ოთხი პირველი კატეგორიის აღმართი შედიოდა, უშუალო მეტოქე პრიმოჟ როგლიჩთან მხოლოდ სამი წამი დათმო. და ახლა, ბოლო ეტაპის წინ, ვუელტას სამგზის ჩემპიონ სლოვენიელს 26 წამს უგებს.

ეტაპი კოლუმბიელმა სანტიაგო ბუიტრაგომ (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) მოიგო, ვინც ფინიშთან კანადელ დერეკ გის მიასწრო. მათ უკან კი როგლიჩმა და თომასმა გააჩაღეს ბრძოლა. როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც ფინიშამდე 1 კილომეტრიღა რჩებოდა.

გასავლელი იყო ურთულესი, 18-გრადუსიანი აღმართი. თომასმა (ინეოს გრენადერსი) სწრაფად უპასუხა და მალე გაასწრო კიდეც. თუმცა სლოვენიელმა ბოლო ძალა მოიკრიბა და მეტოქე ისევ ჩამოიტოვა. ფინიშის ხაზიც ამავე თანმიმდევრობით გადაკვეთეს. ამ მინი მოგებით, როგლიჩმა თომასთან ჩამორჩენა სამი წამით შეამცირა და ახლა მასთან 26 წამს აგებს. საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე რჩება პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა, ვინც ლიდერებთან დრო ბოლო კილომეტრზე დაკარგა.

ბოლო ეტაპი დროზე ინდვიდუალური რბოლაა, რომლის მარშრუტი 18.6 კილომეტრია. აქედან 9.8 კილომეტრი კი პირველი კატეგორიის აღმართი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111425