ფეხბურთი

16:53 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის ტატუ

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნეაპოლიტანელთა ჩემპიონობის საპატივცემულოდ საგანგებო ტატუ გაიკეთა.

ნახატზე „ნაპოლის“ დამრიგებლის დახეული კანიდან „ნაპოლის“ ლოგო და იტალიის დროშა მოჩანს - ნომრით 3. სპალეტიმ კარიერაში პირველად მოიგო იტალიის ჩემპიონატი.

მედიის ცნობით, სპალეტი სეზონის ბოლოს კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისთან კონფლიქტის გამო „ნაპლის“ დატოვებს. იტალიელი სპეციალისტი კარიერაში ერთწლიან პაუზას აიღებს. მის ადგილს კი სავარაუდოდ ჯან პიერო გასპერინი დაიკავებს, რომელიც ამჟამად „ატალანტაში“ მუშაობს.

0.114125