ფეხბურთი

14:52 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალსა" და „ბარსელონას" უფლება აღარ აქვთ, ურთიერთშეხვედრებს „ელ კლასიკო" უწოდონ

მადრიდის „რეალი" და „ბარსელონა" ვეღარ გამოიყენებენ გამოთქმას - „ელ კლასიკო," მათ შორის მატჩების აღსანიშნავად - გვამცნობს Relevo.

ესპანურმა საპატენტო და სასაქონლო ნიშნის ოფისმა უარყო მადრიდის „რეალის" მიმართვა გამოთქმის გამოყენების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ ლა ლიგასთან დაკავშირებული რისკები, იმავე ბრენდის გამოყენების შემთხვევაში.

ორივე კლუბს ახლა ერთი თვე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, თუ სურთ „ელ კლასიკოს“ ბრენდის კონტროლისთვის ბრძოლა გააგრძელონ.

„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს ამ სეზონში ხუთჯერ დაუპირისპირდნენ. ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის თასის ნახევარფინალში, ორჯერ პრიმერაში და ერთხელაც ქვეყნის სუპერთასზე.

0.119656