ფეხბურთი

10:49 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: „პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა“

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჟურნალისტებს პრემიერლიგის შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება და მას მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.

„ახლა მესმის, რატომ უწოდებენ პრემიერლიგას მსოფლიოში საუკეთესოს. ეს ნამდვილად ასეა. მომწონს აქ თამაში. ვნება, ბრძოლა, სისწრაფეები, ატმოსფერო სტადიონებზე. ფანტასტიკურია.“ - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Sky Sports.

ნორვეგიელმა პრემიერლიგის 32-ე ტურის „ბრაიტონთან“ გადადებულ მატჩში (1:1), ფილ ფოდენს საგოლედ უპასა. ეს ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში ერლინგისთვის 44-ე საგოლე მოქმედება გახლდათ. 22 წლის შემტევს პრემიერლიგის 35 მატჩში 36 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოუგროვდა..

0.136421