„პარი სენ-ჟერმენმა“ მცველ სერხიო რამოსს ახალი, ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა - წერს Marca.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, პსჟ-ს ფეხბურთელისთვის ხელფასის განახევრება სურს. თუმცა 37 წლის ესპანელი ამ წინადადებას არ დაეთანხმა.
ამ დროისთვის რამოსი სხვა გუნდებისგან შეთავაზებებს ელოდება. ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბს შეუძლია მცველს კონტრაქტი შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რამოსი პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდაან“ გადავიდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია