ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელშიც „ნაპოლის“ მომდევნო სეზონის მაისურის დიზაინია ასახული.
იტალიური მედია წერს, რომ ახალი სეზონიდან „ნაპოლის“ მაისურზე ახალი გენერალური სპონსორი იქნება გამოსახული - Lete-ს ნაცვლად MSC. გარდა ამისა, ცხადია, მაისურზე დატანილი იქნება იტალიის დროში ფერების ლოგო, ე.წ. „ტრიკოლორე“, რაც იტალიაში ტრადიციაა - იტალიის მოქმედი ჩემპიონი სეზონს სწორედ ამ დროშით ატარებს. ამრიგად, „ნაპოლის“ მაისურზე „ტრიკოლორე“ 1990-1991 წლების სეზონის შემდეგ პირველად იქნება გამოსახული.
სიახლეა ისიც, რომ მაისურის დიზაინი 80-იანი წლებით იქნება შთაგონებული, დაახლოებით მსგავსი მაისურით „აძური“ 1984-1985 წლების სეზონში თამაშობდა.