ფეხბურთი

22:34 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "ოსიმენი "ნაპოლიდან" 90%-ით წავა, არ ვიცით, მომდევნო სეზონში როგორი გუნდი იქნება"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა ლუჩანო სპალეტის მემკვიდრეთა შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მეტად ლუის ენრიკე მოსწონს, ხოლო ვინჩენცო იტალიანო ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელად არ სურს.

„არ ვიცით, მომდევნო სეზონში როგორი „ნაპოლი“ იქნება. ალბათ, ეს იქნება გუნდი კიმის გარეშე, 90%-ით ოსიმენის და 70%-ით ჟიელინსკის გარეშე. ტიაგო მოტა? მომწონს, ის ტაქტიკურად ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ერთია „ბოლონიაში“ კარგად მუშაობა და მეორე ამის გაკეთება „ნაპოლიში“. ბენიტესი? შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს და ძალიან კარგი არჩევანი იქნებოდა. იტალიანო არ მომწონს, მის გუნდებს დაცვაში ბევრი ხარვეზი აქვთ. ყველაზე კარგი არჩევანი კი ლუის ენრიკე იქნებოდა, სპალეტის შემდეგ სწორედ ის გააგრძელებდა ამ გზას ყველაზე უკეთ“, - თქვა ფედელემ.

0.122821