რაგბი

20:57 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა და 7-კაცას მეორე მოსამზადებელი ტურნირი

საქართველოს 7-ქალა და 7-კაცა გუნდები, ოფიციალური თამაშების წინ 27-28 მაისს მეორე მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებენ.

ერთი კვირის წინ 7-კაცამ პარიზის ცენტრალ7 მოიგო, 7-ქალა კი ფინალში გავიდა. ორივე გუნდი საფრანგეთში დარჩა, 1-კვირიანი შეკრება გაიარა და მომავალ უქმეებზე ტურის 7-კაცას ითამაშებს.

გოგონები ჯგუფურ ეტაპზე Sevens Landes-ისა და Ligue BGFC-ს წინააღმდეგ ითამაშებენ. 21 მონაწილე გუნდი 7 ჯგუფშია გადანაწილებული და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თამაშები ფლეი ოფებში, 1/16-ფინალებიდან გაგრძელდება და 7-ქალას პირველი სათამაშო დღის მესამე მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს 7-ქალას წელს რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპი ელის – 16-18 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) და 7-8 ივლისს ბუდაპეშტში (უნგრეთი).

ვაჟებს, რომელიც ტურში ‘განვითარებადი საქართველოს’ სახელით ითამაშებენ, ჯგუფურ ეტაპზე 3 თამაში ელით. მისი მეტოქეები იქნებიან UBB Sevens, Euskadi 7s და 7 Fantastics. 28 მაისს ფლეი ოფების ჯერი დადგება.

პარიზის 7-კაცას მოგების შემდეგ, გუნდს ტრავმის გამო ლევან ნარიმანიძე გამოაკლდა. მათ ნაცვლად 7-კაცას ‘შავი ლომიდან’ სოსო მათიაშვილი და ლაშა ლომიძე დაემატა.

საქართველოს 7-კაცას 9-11 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველი, ალგარვეს (პორტუგალია) ეტაპი ელის, მეორე ეტაპს კი 7-9 ივლისს ჰამბურგი (გერმანია) უმასპინძლებს. მათ შორის, 25-27 ივნისს საქართველოს 7-კაცას პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი ელის.

ტურის ტურნირზე ითამაშებენ

7-კაცა: სერგი ჩხაიძე (ყოჩები), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ბექა გელხვიძე (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), ნიკა თეზელაშვილი (ყოჩები), გიორგი კურტანიძე (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

7-ქალა: თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), სალომე ოთარაშვილი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.151032