სხვა

19:58 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი-2024-ის გახსნის უსაფრთხოებაზე 45 ათასი პოლიციელი იზრუნებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის უსაფრთხოებაზე დაახლოებით 45 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იზრუნებს, რაც მთლიანი შემადგენლობის მეხუთედს შეადგენს.

"ეს ნიშნავს პოლიციის და ჟანდარმერიის სრული შემადგენლობის მეხუთედს. სამართალდამცავთა 3750 წარმომადგენელი ერთ კილომეტრზე. ეს ნიშნავს ყოველ 100 მეტრში 4 სამართალდამცველს," - აცხადებს პოლიციის ექსპერტი დომინიკ რიზე.

აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით დაიდგმება ვიდეოთვალთვალის 400 კამერა. მთლიანობაში თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილია 320 მილიონი ევრო.

გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართება. თამაშების გახსნას მდინარის გასწვრივ დაახლოებით 500 ათასი ადამიანი მიადევნებს თვალყურს. ასევე ცნობილია, რომ ქვეყანათა აღლუმისთვის სპორტსმენები სენაზე აუსტერლიცის ხიდიდან იონის ხიდამდე ნავებით ექვს კილომეტრს გაივლიან.

პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112737