ფეხბურთი

18:54 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჯელო დი ლივიო: "იუვემ" ისეთი ახალი ფეხბურთელები უნდა აღმოაჩინოს, როგორიც კვარაცხელიაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ ტურინის „იუვენტუსს“ ურჩია სატრანსფერო ბაზარზე პრიმადონებზე უარი თქვას და ისეთი ახალი ფეხბურთელები აღმოაჩინოს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა.

„იუვენტუსმა“ რამდენიმე უცნობი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს სატრანსფერო ბაზარზე. აღარ არის საჭირო პრიმადონები, მიმდინარე სეზონში რამდენიმე ფეხბურთელმა იმდენი არ გაიღო, რამდენიც შეეძლო და ეს ნათელია. ვისურვებდი, რომ ხელმძღვანელობამ ისეთი ახალი ფეხბურთელები აღმოაჩინოს, როგორც ეს „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას შემთხვევაში გააკეთა“, - თქვა დი ლივიომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი სავარაუდოდ მუშაობას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. სწორედ მან შეიძინა ერთი წლის წინ ქართველი ფეხბურთელი სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102162