ფეხბურთი

18:15 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტამ "ვისელ კობე" დატოვა: "მწვრთნელს აღარ ვჭირდებოდი, მინდა თამაში გავაგრძელო"

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ „ვისელ კობე“ დატოვა. ამის შესახებ განცხადება 39 წლის ნახევარმცველმა გააკეთა და პრესკონფერენციაზე ცრემლებიც ვერ შეიკავა.

ინიესტამ დაადასტურა, რომ ფეხბურთის თამაშის გაგრძელების სურვილი აქვს და კარიერას არ ასრულებს.

„ხუთი წლის წინ მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დამეტოვებინა „ბარსელონა“ და დამეწყო ახალი გამოწვევა. იაპონიაში, „ვისელ კობეში“ გადასვლა იყო ერთ-ერთი საუკეთესი გადაწყვეტულება, რომელიც მივიღე. ამ კლუბში გავიზარდე, როგორც ადამიანი, ასევე პროფესიონალი, გარშემო ფანტასტიკური ხალხი მყავდა. მე არა მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდი, არამედ შესანიშნავი კულტურა შევისწავლე. ამ ქვეყნის მიმართ განსაკუთრებულ გრძნობას განვიცდი.

მინდა, თამაში გავაგრძელო. ბოლო რამდენიმე თვე ყოველთვის ვვარჯიშობდი და ვგრძნობ, რომ მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო. თუმცა, გავაცნობიერე, რომ ჩვენი გზები შორდებოდა და მწვრთნელის პრიორიტეტები განსხვავებული იყო. ეს იყო ჩემი რეალობა, რომელიც უდიდესი პატივისცემით მივიღე. საბოლოოდ, კლუბთან შევთანხმდი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება წასვლა იქნებოდა, ჩემი კონკურენტული რეალობის და თამაშის გაგრძელების სურვილის ერთობლიობიდან გამომდინარე“, - თქვა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტა „ვისელ კობეში“ 2018 წლიდან თამაშობდა, ამ პერიოდში კი 133 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

0.117141