„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატს აქვს პოტენციალი, რომ მომავალში მსოფლიოს 5 საუკეთესო ლიგაში შედიოდეს.
„საუდის არაბეთის ლიგა აგრძელებს გაუმჯობესებას, მომავალი სეზონი უფრო ლამაზი იქნება. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა, ლიგა შეძლებს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდეს. თუმცა, ამას დრო, ფეხბურთელები და ინფრასტრუქტურა სჭირდება. ჩემი აზრით, ამ ქვეყანას წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს, მომავალი ფანტასტიკური იქნება“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამაშობს და 15 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.