კალათბურთი

1:38 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის და ანდრონიკაშვილის "მურსიამ" სეზონი "ბარსელონასთან" მარცხით დაასრულა

ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსია“ სტუმრად „ბარსელონასთან“ 57:86 დამარცხდა და სეზონი დაასრულა.

მაკფადენმა 24:25 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 4-დან 1 ორქულიანი 8-დან 3 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

რატი ანდრონიკაშვილმა 6 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მან 2-დან 2 ქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა.

„მურსიამ“ 16 მოგებით და 18 წაგებით მეცხრე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასასვლელად ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. შესაბამისად, სეზონი მისთვის დასრულებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114507