სხვა

23:34 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა. მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დეიან სტანოევიჩის გუნდი სტუმრად „ბარსელონეტასთან“ 6:13 დამარცხდა.

ესპანელებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და ბუნებრივია, რომ გამარჯვებაც ადვილად მოიპოვეს. გარდამტეხი მესამე მეოთხედი იყო, რომელიც „დინამომ“ 2:6 წააგო და თამაშში დარჩენის შანსიც დაკარგა.

ამრიგად, „დინამო თბილისმა“ A ჯგუფში ასპარეზობა, სადაც 8 გუნდი იყო, მეშვიდე ადგილზე დაასრულა. თბილისელებმა 2 თამაში მოიგეს და 12 წააგეს, რითაც მხოლოდ გერმანულ „ჰანოვერს“ აჯობეს.

„ბარსელონეტა“ – „დინამო თბილისი“ 13:6 (2:1, 2:1, 6:2, 3:2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110061