ფეხბურთი

19:12 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი და მიქაუტაძე ლიგა 2-ის სიმბოლურში ისევ ერთად მოხვდნენ

ეს უკვე ტრადიციად იქცა - საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ერთად მოხვდნენ.

დავითაშვილმა 36-ე ტურში „ბორდოს“ „ლავალთან“ გოლით და საგოლე პასით 3:0 მოაგებინა, ხოლო მიქაუტაძემ „გენგამს“ გაუტანა და „მეცმა“ ქულა მოიპოვა (1:1). აღსანიშნავია, რომ გიორგი ზედიზედ მეექვსედ მოხვდა ტურის სიმბოლურში, ხოლო ზურიკო ბოლო 5 ტურში მეოთხედ.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ის ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. დავითაშვილის აქტივში ლიგა 2-ის 28 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, „ბორდო“ „მეცს“ 3 ქულით უსწრებს და ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი ლიგა 1-ში გადავა.

0.114238