ფეხბურთი

18:43 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ტორპედოსთან" ქართული დერბი ბოლო წამზე მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ქართული დერბი“ შედგა, რომელიც ძალიან დრამატული გამოდგა.

მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ულად-ომარ იმრანმა ანგარიში გახსნა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის მე-4 წუთზე კი მაროკოელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და თბილისელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

თუმცა, ქუთაისის „ტორპედომ“ მოახერხა თამაშში დაბრუნება და 4-წუთიან ინტერვალში ანგარიში გაათანაბრა. ჯერ გიორგი კუხიანიძემ გაიტანა, მერე ირაკლი ბუღრიძემ და 2:2. მატჩიც ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რომელსაც დრო გადაცდენილიც იყო, პენალტი დაინიშნა მასპინძელთა კარში ხელით თამაშის გამო. თერთმეტმეტრიანი უსმანე კამარამ გაიტანა და მატჩიც დასრულდა.

პენალტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ ფაქტია მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამრიგად, სტივ კინის დებიუტი „ტორპედოში“ მარცხიანი გამოდგა. იმერული გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე წაგებაა, 20 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და წინ „შუქურასთან“ მატჩი აქვს.

„დინამო თბილისმა“ 31 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 28 მაისს, განახლებულ „დინამო არენაზე“ „დინამო ბათუმთან“ ჩაატარებს.

„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 იმრანი (4), 0:2 იმრანი (49), 1:2 კუხიანიძე (62), 2:2 ბუღრიძე (62), 2:3 კამარა (101, პენ)

0.121867