ფეხბურთი

17:45 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრე აუტსაიდერთა დუელში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური აუტსაიდერებისა და კონკურენტების, „შუქურასა“ და „სამტრედიას“ მატჩით დაიწყო, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

ქობულეთელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორჯერვე იმერლებმა წონასწორობა აღადგინეს. „შუქურაში“ საუკეთესო ბანტუ მზვაკალი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა, რასაც ვანო ჩარგეიშვილმა და ვარლამ კილასონიამ უპასუხეს.

შეიძლება ითქვას, რომ ფრე დიდად არცერთ გუნდს აძლევდა ხელს, რადგან ისინი გავარდნის რეალური კანდიდატები არიან. „შუქურა“ 9 ქულით მეცხრე ადგილზეა და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „სამტრედია“ 8 ქულით ბოლო პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება.

„შუქურა“ – „სამტრედია“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 მზვაკალი (10), 1:1 ჩარგეიშვილი (62), 2:1 მზვაკალი (68), 2:2 კილასონია (86, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11014