თამაშგარე

14:15 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქალბატონ ოლგას უსექსობა ტანჯავს

სლავთა ქვეყნების, კავკასიის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ამერიკის მიწის დამამძიმებელ სრულიად სამამრეთს თავი აღარსად გამოეყოფათ, რადგან ქალბატონი ოლგა ბუზოვა სწუხს, რომ უკვე 2 წელი და 3 თვეა, სექსუალური კავშირი არ ჰქონია. ქალბატონი ოლგა რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიმიტრი ტარასოვის ყოფილი ცოლია და როგორც ჩანს ცივი რუსეთის უმზეობამ ისე შეაწუხა, რომ ეს ყველაფერი სექსის ნაკლებობაში გადაუვიდა.

ოლგა ბუზოვა იქვე დასძენს, რომ უსექსობის სტერსისგან განთავისუფლებაში კრივი, სპორტი და რუსი მომღერლების კონცერტებზე დასწრება ეხმარება. ეს ყველაფერი რომ სექსის ნაკლებობას და წლების მატებას შველიდეს, სოსო პავლიაშვილზე ბედნიერი კაცი მეორე არ იქნებოდა ამ ქვეყანაზე.

ბუზოვას ქალი ვინ იცის როგორი ნეტარებით იხსენებს 2021 წელს და მის ბოლო სექსს, როდესაც ფეხაპლაკვის შემდეგ, ღია ფანჯრის რაფაზე ტიტლიკანა იჯდა და ღამის სიჩუმეს მხოლოდ ბრიანსკის რკინიგზის სადგურიდან მომავალი ლოთების ჩხუბის ხმა არღვევდა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.115402