ფეხბურთი

12:31 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსის წითელი ბარათი გააუქმეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ვინისიუსს „ვალენსიასთან“ მიღებული წითელი ბარათი გაუუქმა.

შესაბამისად, ბრაზილიელი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას არ მოიხდის და მომდევნო მატჩში ითამაშებს. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც იმითაა განპირობებული, რომ ვალენსიელმა ფანებმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

სანაცვლოდ, დაისაჯა „ვალენსია“, რომლის ერთ-ერთი ტრიბუნა 5 მატჩით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ სექტორში მომდევნო 5 შეხვედრა ვერავინ შევა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ „რეალი“ 1:0 დაამარცხა. მატჩი ერთი ხანობა შეწყდა ფანების მხრიდან ვინისიუსის შეურაცხყოფის გამო. შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯერ გიორგი მამარდაშვილთან და ბოლოს უგო დუროსთან იჩხუბა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

0.118188