ფეხბურთი

12:56 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ბრაიტონი" უნიკალურ ფეხბურთს თამაშობს, დე ძერბისგან ვსწავლობ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ რობერტო დე ძერბი და „ბრაიტონი“ შეაქო. როგორც მან თქვა, ასეთ ფეხბურთს დღეს არავინ თამაშობს. ესპანელი დარწმუნებულია, რომ დე ძერბი ბოლო 20 წლის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია:

„ვულოცავ „ბრაიტონს“ იმ წარმოუდგენელ მიღწევას, რომელსაც ახლახან მიაღწია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რის თქმასაც ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ: რობერტი დე ძერბი ბოლო 20 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვრთნელია.

არცერთი სხვა გუნდი არ თამაშობს მათსავით, მათ უნიკალური სათამაშო სტილი აქვთ. როდესაც დე ძერბი პრემიერლიგაში მოვიდა, ვგრძნობდი, რომ მას დიდი გავლენა ექნებოდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ამას ასე მოკლე დროში მოახერხებდა. "ბრაიტონი" თამაშში საშუალოდ 20-25 საგოლე შანსს ქმნის. ის ბევრად უკეთესია ნებისმიერ მეტოქესთან შეხვედრაში და დიდი ხანია ასეთი ბურთის ფლობა არ მინახავს.

ყველა მოთამაშე ჩართულია, მეკარე ერთგვარი დაცვითი ნახევარმცველია. თუ მათ წინააღმდეგ მაღალ დონეზე არ თამაშობ, დე ძერბის შეუძლია ის გააკეთოს, რასაც მოისურვებს, ნებისმიერ მეტოქესთან. ისინი იმსახურებენ კომპლიმენტებს და წარმატებას. ეს არის გუნდი, საიდანაც ვცდილობ ვისწავლო. უნიკალურ და განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენთვის საოცარი გამოწვევაა ორი ფინალისთვის მოსამზადებლად მათ წინააღმდეგ თამაში“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ბრაიტონმა“ ისტორიაში პირველად მოახერხა ევროთასებზე თამაშის უფლება, თუმცა, ჯერ არაა გარკვეული ევროპა ლიგაზე იქნება თუ კონფერენს ლიგაზე. „მანჩესტერ სიტისა“ და „ბრაიტონის“ მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება.

0.118889