სხვა

1:23 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

თომასმა ჯიროს ლიდერობა დაიბრუნა

პორტუგალიელმა ვლომრბოლმა ჟოაუ ალმეიდამ ჯირო დ’იტალიას მე-16 ეტაპი მოიგო, რომლის ბოლო, მონტე ბონდონეს აღმართზე, დროულად დაწყებული სპრინტით ჩამოიტოვა უელსელი გერეინ თომასი. ამის მიუხედავად, ტურ დე ფრანსის ყოფილმა ჩემპიონმა, საერთო ჩათვლაში ლიდერობა დაიბრუნა.

ალმეიდამ (UAE ტიმ ემირატსი) შეტევა მაშინ დაიწყო, როცა ფინიშამდე დაახლოებით ხუთი კილომეტრი რჩებოდა. მისი გამოდევნება მხოლოდ თომასმა (ინეოს გრენადერსი) შეძლო. საბოლოოდ, ალმეიდამ მოწინავე პოზიცია შეინარჩუნა და ჯიროზე თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. მათ 25 წამით ჩამორჩა ვუელტას სამგზის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო ვისმა), რომელიც მესამე ადგილს დასჯერდა.

„გამორჩეული გამარჯვებაა, რითაც ოცნება ავისრულე. მე და თომასმა ერთად ვიმუშავეთ და როგლიჩს წამებით ვაჯობეთ. საბოლოოდ კი ჩემი მიზანი, ეტაპის მოგება იყო და ბედნიერი ვარ, რომ მას მივაღწიე“, - განაცხადა ალმეიდამ, ვინც საერთო ჩათვლაში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

16 ეტაპის შემდეგ, თომასი ალმეიდას 18 წამით ჯობნის, როგლიჩი კი პორტუგალიელისგან 11 წამშია.

0.154299