ფეხბურთი

23:53 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო დე ლაურენტისს: "ნეაპოლელები სულელები არ არიან და ვერ მოატყუებ, ეს წარმატება შენი არაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა. თქვა, რომ ეს წარმატება მისი დამსახურება არ არის, პირიქით, ის ყოველთვის ცუდად მუშაობს.

„ძვირფასო დე ლაურენტის, „ნაპოლი“ შენია ქაღალდზე, მაგრამ ის ეკუთვნის ადამიანებს, რომლებმაც 30 წელზე მეტი განიცადეს რაღაც უნიკალური და შენ, შენი უზომო ეგოიზმით, მარტო მოაწყვე ზეიმი უდინეში, მაშინ, როდესაც გუნდი, მენეჯერები, მწვრთნელი „ფრიულიზე“ იყვნენ. დე ლაურენტისს არ გაუმარჯვია, მოიგეს მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა, ხალხმა და სპორტულმა დირექტორმა ჯუნტოლიმ. ერთადერთი, რაც კარგად გააკეთე, ეკონომიკური ასპექტია, რადგან „ნაპოლის“ ვალები არ აქვს, მაგრამ ბევრ მწვრთნელთან კატასტროფულად მოიქეცი, ახლა იგივე მოხდა სპალეტისთან. გუნდმა, მწვრთნელმა, ჯუნტოლიმ შექმნეს რაღაც გიჟური გუნდი, ბრწყინვალე ფეხბურთით, თქვენ კი ისევ კატასტროფისკენ მიიწევთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ნეაპოლში ხალხი სულელი არაა, მათ უყვართ გუნდი და ვერ მოატყუებთ. „ნაპოლი“ ქაღალდზე შენია, მაგრამ ხალხის საკუთრებაა“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ მფლობელი 2004 წლიდანაა. „აძური“ იტალიის ჩემპიონი 1990 წლის შემდეგ პირველად გახდა.

0.116268