ჭადრაკი

13:12 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოზარდების სრული ტრიუმფი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

ალბანეთის დურესში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი. ასპარეზობაზე დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა.

მათ ანგარიშზე 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს:

9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - მარიამ რეხვიაშვილი(თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი);

11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი; მწვრთნელი - დავით ბენიძე;გია მენაბდე);

13 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - კესარია მგელაძე (ბათუმი; მწვრთნელი -ნოდარ ლორთქიფანიძე;ნიკოლოზ მანაგაძე);

15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიგა ყუფარაძე);

II საპრიზო ადგილზე გავიდნენ:

15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი);

7 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - სოფია ლიმარი (ლაგოდეხი; მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე);

III საპრიზო ადგილზე გავიდნენ:

7 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ემილი გოგოლაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე);

15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის - ლუკა კილაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა; დავით ზარქუა).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.122832