„ნიუკასლ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ედი ჰაუს გუნდმა საკუთარ მოედანზე „ლესტერ სიტისთან“ ნულოვანი ფრე ითამაშა, მოპოვებული ქულა კი ბოლო ტურის წინ საკმარისი გამოდგა ოთხეულში ადგილის დასაბევებლად.
„ნიუკასლს“ 70 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ოთხეულს არ ჩამოსცილდება, რადგან მეხუთეადგილოსან „ლივერპულს“ 4 ქულით უსწრებს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული აქვთ „მანჩესტერ სიტის“, „არსენალს“ და „ნიუკასლს“, მოთხე გუნდი „მანჩესტერი“ ან „ლივერპული“ იქნება. იურგენ კლოპის გუნდის შანსი თეორიულია, რადგან „იუნაიტედს“ 3 ქულით ჩამორჩება, თან „წითელ ეშმაკებს“ ორი თამაში აქვთ გასამართი (ქულაც ეყოფათ მიზნისთვის), ლივერპულელებს - ერთი.
აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2002-2003 წლების სეზონში თამაშობდა. ასე რომ, „კაჭკაჭები“ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე 20 წლის შემდეგ დაბრუნდნენ.
„ლესტერი“ კი გავარდნის პირასაა: 2016 წლის სასწაულის შემოქმედი 31 ქულით მე-18 ადგილზეა და გადასარჩენად ბოლო ტურში „ვესტ ჰემთან“ აუცილებლად მოგება და „ევერტონის“ „ბორნმუთთან“ წაფორხილება სჭირდება.