ფეხბურთი

12:43 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ასეთი რამ არასდროს მინახავს და მსმენია, თამაში უნდა შეწყვეტილიყო"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ ვინისიუსთან დაკავშირებულ ინციდენტზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში თამაში უნდა შეწყდეს და ფეხბურთელები სახლში წავიდნენ.

„აქამდე არასდროს მინახავს და მსმენია, რომ მთელი სტადიონი რასისტულად ფეხბურთელს უყვიროდეს, მაიმუნო, მაიმუნო... თამაშის დროს ველაპარაკე ვინისიუსს, რადგან მძიმე, ძალიან ნეგატიური გარემო იყო და ვკითხე, უნდოდა თუ არა, მოედანზე დარჩენა. თუმცა, მე არ მინდოდა მისი შეცვლა რასიზმის გამო. ასეთი რამ არასდროს მომხდარა ჩემს კარიერაში, ეს მიუღებელია. ლა ლიგას პრობლემა აქვს, რომელიც ვინისიუსი არ არის, ის უბრალოდ მსხვერპლია.

ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაშის არ შეიძლება და რომ მოგვეგო, იგივეს ვიტყოდი. ვინისიუსს მთელი თამაშის შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბოლოს წითელი ბარათი მას უჩვენეს. 2023 წელია, რაღაც უნდა აღმოიფხვრას. ერთადერთი გზა თამაშის შეწყვეტაა, მართალია პროტოკოლი არსებობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭიროა სახლში წასვლა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ „რეალი“ 1:0 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა.

0.121941