ფეხბურთი

10:28 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: სპალეტი 5 ივნისს "ნაპოლის" მწვრთნელი აღარ იქნება

ლუჩანო სპალეტი „ნაპოლიდან“ მიდის, პრაქტიკულად მხოლოდ ოფიციალური განცხადებაღაა დარჩენილი. ყველაფერი მიუთითებს სიტუაციის ამგვარ განვითარებაზე.

„აძურის“ მთავარი მწვრთნელის ბოლოდროინდელი კომენტარებიც მიანიშნებს, რომ ის ნეაპოლურ პუბლიკას ემშვიდობება. სპალეტი რომ მიდის, იტალიური მედიაც იტყობინება, მაგალითად, Rai-ს ცნობით, 5 ივნისს ის „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. საქმე ისაა, რომ "აძური" სეზონში ბოლო თამაშს 4 ივნისს ჩაატარებს, "სამპდორიასთან". სხვათა შორის, მას აქტიურად ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

„ნაპოლიში“ მის პოტენციურ მემკვიდრეებზე ბევრი დაიწერა და ბევრი გვარიც დასახელდა. ჯერჯერობით, ეს უფრო ვარაუდებია და გამოკვეთილი კანდიდატი არ არსებობს. ფაქტი ის არის, რომ სპალეტის ორწლიანი მოღვაწეობა ნეაპოლში სრულდება, როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისთან მან რაღაცები ვერ შეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

0.117303