ფეხბურთი

2:14 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "ეს არც პირველი შემთხვევაა და არც მეორე, ეს ფეხბურთი არაა!"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას მაიმუნი უწოდეს.

ბრაზილიელს ფანებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ძალიან გაბრაზდა და განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით ლა ლიგას შეუტია.

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არც მეორე და არც მესამე. რასიზმი ლა ლიგაში ნორმალურია. ტურნირი თვლის, რომ ეს ნორმალურია, ფედერაცია და მეტოქეებიც ახალისებენ. ვწუხვარ. ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდოს, რონალდინიოს, რონალდუს და მესის ეკუთვნოდა, ახლა რასისტებს ეკუთვნის. მშვენიერი ერი, რომელმაც მიმიღო და მიყვარს, მაგრამ რასისტული იმიჯი აქვს. ვწუხვარ ესპანელების გამო, რომლებიც არ იზიარებენ რასიზმს, მაგრამ დღეს ესპანეთი ბრაზილიაში ცნობილია, როგორც რასისტების ქვეყანა. სამწუხაროდ, ეს ყოველ კვირას ხდება და არავინ მიცავს. თუმცა, ძლიერი ვარ და რასისტებს გავუმკლავდები“, - თქვა ვინისიუსმა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ მას მაიმუნს ეძახდნენ.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში წითელ ბარათზეც გამოაქვეყნა პოსტი: „პრიზი, რომელიც რასისტებმა მიიღეს, ჩემი გაძევება იყო. ეს არ არის ფეხბურთი, ეს ლა ლიგაა“.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა გულშემატკივრების გარდა, გიორგი მამარდაშვილთანაც იჩხუბა, ბოლოს კი უგო დუროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს.

0.129417