სხვა

0:56 | 22.05.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ჯიროს მე-15 ეტაპი ამერიკელმა მაკნალტიმ მოიგო

ჯირო დ’იტალია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მონაწილეებს ურთულესი სამთო მონაკვეთები ელით. მანამდე კი ლიდერის მალია როსას ფრანგი ბრუნო არმირაილი (გრუპამა-FDJ) ინარჩუნებს. მე-15 ეტაპზე პელოტონი ქალაქ ბერგამოს მიადგა, საიდანაც ალპები ხელის გაწვდენაზეა. ეს ეტაპი ამერიკელმა ბრენდან მაკნალტიმ მოიგო.

მაკნალტიმ შეტევა ფინიშამდე 200 მეტრით ადრე დაიწყო და უკან მოიტოვა ირლანდიელი ბენ ჰილი (EF-ედუქეიშენ-იზიპოსტ) იტალიელი მარკო ფრიგო (ისრაელ-პრემიერ ტეკ), ვინც სწორედ ბერგამოდანაა.

„საოცარია. ბოლო გრძელ აღმართზე ავჩქარდი. როცა ვიფიქრე, რომ გამარჯვება ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს სპრინტი მაინც დაგვჭირდა. უკნიდან ფრიგო მეწეოდა, მაგრამ ბოლო ორას მეტრზე კიდევ უფრო ავჩქარდი და ამჯერად ვეღარავინ დამეწია“, - განაცხადა მაკნლტიმ.

არმირაილმა ლიდერობა კი შეინარჩუნა, მაგრამ უელსელმა გერეინ თომასმა (ინეოს გრენადერსი) მასთან ჩამორჩენა 33 წამით შეამცირა და ახლა მალია როსას წუთით და 8 წამით ჩამორჩება. სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) მესამე ადგილზე რჩება.

ჯიროზე ორშაბათი დასვეენბის დღე იქნება, შემდეგ კი მონაწილეებს 203-კილომეტრიანი სამთო ეტაპი (მე-16) ელით.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:58 | 01.03.2017
Buratino (3505)

კაშო მიდი, მიაწექი! რთული თამაში გელით ამაღამ, მაგრამ უნდა შეძლოთ სპარტას ძლევა. აი მერე ალბათ შედგება ფინალში "ალკმაართან" ეგრეთ წოდებული "შეხვედრა წარსულთან" (უფრო სწორად ჯონ ვან დე ბრომთან) სადაც უნდა აიხდინო შენი ოცნება!

11:05 | 01.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიდი ბოლომდე მიაწექი რეალური შანსია მოგების

08:35 | 01.03.2017
ogafa (10230)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062228