კვიპროსის ჩემპიონატის 35-ე ტურში გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, მაგრამ ნიქოზიის „აპოელი“ სტუმრად ლიმასოლის „აპოლონთან“ 2:3 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მერე კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „აპოელმა“ ამ წაგებით ჩემპიონობის შანსი დაკარგა, ტიტული კი „არისმა“ მოიგო.
გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. დღევანდელ შეხვედრაში როგორც მან, ისე ლაშა დვალმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „აპოელი“ ჩემპიონ „არისს“ უმასპინძლებს, რომელსაც 6 ქულით ჩამორჩება და ბუნებრივია ვეღარ დაეწევა.