„დორტმუნდმა“ „ბაიერნის“ „ლაიფციგთან“ წაგებით ისარგებლა და გერმანიის ბუნდესლიგას ბოლო ტურის წინ სათავეში ჩაუდგა.
და, ეს ნიშნავს, რომ უდიდესი შანსია 11-წლიანი პაუზის შემდეგ „დორტმუნდი“ გერმანიის ჩემპიონი გახდეს, ისტორიაში კი მეცხრედ. ედინ ტერზიჩის გუნდმა „აუგსბურგი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მეორე ტაიმში კი ჯერ სებასტიან ალემ დუბლი შეასრულა, მერე იულიან ბრანდტმა გაიტანა - 0:3.
ამრიგად, „დორტმუნდი“ 70 ქულით ლიდერია და 2 ქულით უსწრებს „ბაიერნს“. ბოლო ტურში, 27 მაისს, „ბორუსია“ „მაინცს“ უმასპინძლებს და ალბათ, ადვილი წარმოსადგენია რა ამბავი იქნება „სიგნალ იდუნა პარკზე“, ხოლო „ბაიერნი“ „კიოლნს“ ესტუმრება.
„მაინცი“ უმოტივაციოდ სატურნირო ცხრილის შუაშია, ბოლო 3 თამაშიც წააგო და წესით, მონატრებულ ჩემპიონობასთან ასე ახლოს მყოფი „დორტმუნდი“ ვერ უნდა შეაფერხოს.
ასე რომ, „ბაიერნის“ ზედიზედ 11-წლიანი ჰეგემონია დასასრულთან ძალიან ახლოსაა. „დორტმუნდს“ ასეთი შანსი ალბათ კარგა ხანს აღარ ექნება...
„აუგსბურგი“ – „დორტმუნდი“ 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 ალე (59), 0:2 ალე (84), 0:3 ბრანდტი (90)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამარჯობათ! ამიხსენით თუ შეგიძლიათ, ვარ გოგას დიდი ფანი, სერბეთის ფანების ფორუმზე წავიკითხე, რომ გოგა ცრუ მპვ არისო, ფინალებში ჩამოწერილმა ნბა-ს ცენტრმა ოჯომ გააპარტახაო, მისმა აგენტმა მიშკომო ჩაუწყოო, რომ დრაფტის პირველ წრეში აერჩიათო, სულაც არარისო ნბა-ს დონის კალათბურთელიო და მალეო გამოაბუნძულებენო! მე ძალიან მომწონს მისი თამაში, თუ რამეში ვცდები და მართლა ვერ გაქაჩავს ნბა-ში? თქვენი აზრი მაინტერესებს!
გისურვებთ All Star - ში ვიხილოთ
გამოდის რომ ქუცნაშვილს უფრო მეტი მოუგროვებია, მაგრამ არა უშავს - ესეც კაი ფულია

ხალხი გუშინ ღამით მივიდნენ თავიანთ ახალ კლუბებში და ფორბსმა უკვე დაუთვალა ხელფასი
საქმე მეტი არ აქვთ? წარმატებები გოგას!!! მართლაც არა მგონია სკამის გათბობისთვის გადაუხადონ ამხელა ხელფასი.
გადევერთვები ინდიანას თამაშებზე შემოდგომიდან
საკმაოდ კარგი ხელფასია ბევრ ცნობილ კალათბურთელს არ აქვს ეგეთი ხელფასი მითუმეტეს ახალწვეულია ,ზნაჩიტ ინდიანაში გასართობად არ გაუყვანიათ