„ბრაიტონმა“ ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში შინ „საუთჰემპტონი“ იოლად, 3:1 დაამარცხა და ეს ისტორიული მატჩი იყო „თოლიებისთვის“.
საქმე ისაა, რომ რობერტო დე ძერბის გუნდმა ევროთასებზე თამაშის უფლება მოიპოვა, ისტორიაში პირველად. ჯერ გასარკვევია, ევროპა ლიგაზე ითამაშებს თუ კონფერენს ლიგაზე, მაგრამ დიდი ალბათობით, რანგით მეორე ტურნირზე.
„ბრაიტონი“ 3 ქულით უსწრებს „ასტონ ვილას“ და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ასე რომ, უდიდესი ალბათობით ევროპა ლიგაზე გავა, რაც კლუბისთვის უდიდესი მიღწევაა. ეს დე ძერბის დამსახურებაა, რომელმაც გუნდი დაწყებულ სეზონში ჩაიბარა, როდესაც გრემ პოტერი „ბრაიტონიდან“ „ჩელსიში“ წავიდა.
„თოლიები“ მანამდეც კარგად თამაშობდნენ, მაგრამ იტალიელი სპეციალისტის ხელში კლუბის თამაშის სტილი და შედეგები სხვა დონეზე ავიდა. ისიც ვთქვათ, რომ "ბრაიტონს" ორივე რთული მატჩი აქვს დარჩენილი: ჯერ გამოტოვებულუ შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან" და მერე უშუალო კონკურენტ "ასტონ ვილასთან".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი გუნდია ბრაიტონი წელს, ძაან სტაბილურათ კარგათ ჩაატარეს სეზონი
არა ბიჭო,დაინდობდა ვინმეს ბრაიტონი)))სიტიმ მეორე შემადგენლობით ითამაშა რაც არსენალის ბრალია,კარგი თამაში წაგვართვეს.გუშინ რომ მოეგო არსენალს დღეს სიტი კარგ თამაშს ჩაატარებდა.გუშინ ბარსას წაგებას რატომ ქონდა თითქმის 5 კუში ვერ გავიგე,დიდი შანსი იყო რომ წააგებდა.