თურქეთის სუპერლიგის 35-ე ტურში „ანკარაგუჯუმ“ სტუმრად „უმრაინესპორი“ 2:1 დაამარცხა, გიორგი ბერიძემ კი საგოლე პასი გააკეთა.
მე-18 წუთზე ქართველმა შემტევმა ჯარიმა ჩააწოდა და კევინ მალკუიტმა, რომელიც გასულ სეზონში „ნაპოლიში“ თამაშობდა, თავით გაიტან. ანკარელებმა თამაში 2:1 მოიგეს, ხოლო ბერიძე 62-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგის თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „ანკარაგუჯუ“ 39 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 მაისს, „გალათასარაის“ უმასპინძლებს.