ფეხბურთი

18:00 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში „კარლსრუემ „კაიზერსლაუტერნი“ 2:0 დაამარცხა და ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო და 20 წამში, ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში გახსნა. მან მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა. გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ოფსაიდი არ იყო და შესაბამისად, გოლიც ჩაითვალა.

ეს ბუდუს სადებიუტო გოლია „კარსლრუეში“, რომლის მაისურით მისთვის მეცხრე მატჩი იყო. გერმანულმა გუნდმა მეტოქეს ბოლო წუთზე მეორეც გაუტანა და დამაჯერებლად იმარჯვა.

„კარლსრუე“ 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და სეზონის ბოლო მატჩს 28 მაისს, „ზანკტ პაულისთან“ სტუმრად გამართავს.

0.114477