ფეხბურთი

17:23 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზემ" სერია A-ში დარჩენის შანსი დაკარგა და სერია B-ში დაქვეითდა

„კრემონეზე“, რომლის რიგებში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია A-დან გავარდა. დავიდე ბალარდინის გუნდმა სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ადგილის შენარჩუნების შანსი დაკარგა.

„ლეჩესა“ და „სპეციას“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა, ეს ამბავი გაოფიციალურდა. „კრემონეზე“ „სპეციას“ 7 ქულით ჩამორჩება და ცხადია, ორ ტურში ეს ჩამორჩენა ვერ აღმოიფხვრება.

ქართველმა მცველმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერაც იტალიის თასზე ითამაშა. ის „კრემონეზეს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და მისთვის ტოპლიგაში სადებიუტო სეზონი იყო.

„კრემონეზე“ მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს და ელიტაში დაბრუნებას ეცდება, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილი დარჩება თუ არა გუნდში, ახლა ამის თქმა რთულია.

0.116338