„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არა „ინტერთან“, არამედ „მანჩესტერ სიტისთან" ან მადრიდის „რეალთან“ რომ წაეგო, ტიფოზები ტაშს დაუკრავდნენ.
„რთული იყო მილანელოზე დაბრუნება და ვარჯიში. ბევრი ჩვენგანისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, რაღაც წარმოუდგენელი იქნებოდა. „სიტისთან“ ან „რეალთან“ რომ წაგვეგო ნახევარფინალში, გულშემატკივრები სტადიონის გარეთ დაგველოდებოდნენ, რათა ტაში დაეკრათ იმისთვის, რაც გავაკეთეთ“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშა, სადაც „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო.