კალათბურთი

11:47 | 21.05.2023 | ნანახია 853 - ჯერ

"დენვერმა" "ლეიკერსს" ისევ აჯობა და სუპერფინალთან ერთ ნაბიჯშია

NBA-ს სუპერფინალთან „დენვერი“ ერთ ნაბიჯშია, რადგან „ლეიკერსთან“ სერიას დიდი უპირატესობით იგებს. „ნაგეტსმა“ ლოს ანჯელესელებს მესამედ მოუგო, ამჯერად სტუმრად - 119:108. გარდამტეხი და გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც დენვერელებმა 35:26 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ჯამალ მიურაი იყო, რომელმაც 37 ქულა. 7 მოხსნა და 6 პასი ჩააგდო, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი შესძინა. თავის მხრივ „ლეიკერსში“ ენტონი დევისი გამოირჩა 28 ქულით და 18 მოხსნით, ლებრონ ჯეიმსმა კი 23 ქულა, 7 მოხსნა და 12 პასი მიითვალა, მაგრამ მათ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს.

ამრიგად, სერიაში „დენვერი“ სერიოზულ უპირატესობას ფლობს (3:0) და უკვე მომდევნო მატჩშივე შეუძლია სუპერფინალში გასვლა, რომელიც 23 მაისს ისევ ლოს ანჯელესში გაიმართება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:13 | 22.05.2023
O. Mertskhali (8101)

))

15:22 | 21.05.2023
paradox (504)

სერიოზული ქამბექის სუნი მცემს,ნბა-ს ისტორიაში მგონი არც ყოფილა 3-0-დან დატრიალებული სერია,ნჰლ-ში იყო რამდენჯერმე და ბოლოს სწორედ ბოსტონის გუნდს შეემთხვა.ისეთი შოუა ნბა და ისეთები ხდება არ არის გამორიცხული ერთ-ერთი სერია დაქამბექდეს 3-0-დან,ჰოდა ჯახრაკი ელ ეი რისი დამქამბექებელია?

0.125634