სხვა

2:56 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროზე ლიდერი ისევ შეიცვალა

იტალიაში ისევ წვიმს და შესაბამისად, ჯიროს მონაწილეებსაც კარგი დღე არ ადგათ. სველ გზაზე შეცდომის დაშვება იოლია. ასეთ პირობებში, გერმანელმა ნიკო დენცმა, ბოლო სამ დღეში მეორედ მოიგო ეტაპი. მალია როსას კი ახალი მფლობელი ჰყავს - ფრანგი ბრუნო არმირაილი, რომელმაც მე-14 ეტაპი სამეულს მიღმა კი დაასრულა, მაგრამ საერთო ჩათვლაში მაინც ლიდერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

დენცმა (ბორა-ჰანსგრო) ფინიშის სიახლოვეს, სპრინტერული პაექრობა „ისრაელ-პრემიერ ტეკის“ კანადელ დერეკ გისთან და „EF ედუქეიშენ-იზი პოსტის“ იტალიელ ალბერტო ბეტიოლისთან გამართა და ხაზი პირველმა გადაკვეთა. ეს ამ ჯიროზე მისი მეორე გამარჯვებაა. პირველად მე-12 ეტაპი მოიგო.

„დღეს თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი და კიდევ ერთხელ შევძელი ჯგუფთან ერთად დაწინაურება. როცა ბეტიოლმა სპრინტი დაიწყო, მე მას გავყევი. ა მერე სრული ძალით მივაწექი ტემპი ბოლომდე შევინარჩუნე. ძალიან რთული დღე იყო, მაგრამ ის ჩემთვის საუკეთესოდ დასრულდა“, - განაცხადა დენცმა.

„გრუპამა FDJ-ს“ არმირაილმა გამარჯვებულთან 53 წამი წააგო, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლიდერის ვარდისფერი მაისური გერეინ თომასისთვის ჩამოერთმია. არმირაილი 1999 წლის შემდეგ პირველი ფრანგია, ვინც მალია როსაში გამოეწყობა. თომასი ახლა მეორეზეა და ახალ ლიდერს წუთით და 41 წამით ჩამორჩება. რბოლის სლოვენიელი ფავორიტი პრიმოჟ როგლიჩი მესამე ადგილზეა.

0.11467