„ბარსელონა“ უკვე ესპანეთის ვადამდელი ჩემპიონია და „ნაპოლის“ არ იყოს, თავს მცირედი მოდუნების საშუალებას აძლევს. ალბათ რთულია ამ დროს მობილიზება.
„რეალ სოსიედადს“ კი კარგი შანსი აქვს ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდეს. ამიტომ, ცხადია თავს არ დაზოგავდნენ. მით უმეტეს, რომ დღის ადრეულ მატჩში უშუალო კონკურენტმა, „ვილიარეალმა,“ სტუმრად „ჟირონა“ დაამარცხა (1:2) და ბასკებთან ცხრილში ქულათა სხვაობა ორამდე შეამცირა.
და თუ რობერტ ლევანდოვსკის მიერ ბოლოსკენ გატანილ ულამაზეს გოლს არ ჩავთვლით, მასპინძელ კატალონიელებს არაფრით გამოუჩენიათ თავი.
სტუმართაგან გოლები მიკელ მერინომ და ალეკსანდერ სერლოტმა გაიტანეს. საბოლოოდ - 1:2. „სოსიედადი“ ისევ მეოთხე ადგილზეა და ხუთი ქულით უსწრებს მდევარ „ვილიარეალს.“
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
35-ე ტური. 20 მაისი
ბარსელონა - სოსიედადი 1:2
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
0:1 მერინო (5), 0:2 სერლოტი (72), 1:2 ლევანდოვსკი (90)
ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ბალდე, კუნდე (ალონსო 46), კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი (ერიკ გარსია 84), კესიე (ტორესი 53), დე იონგი, რაფინია (ფატი 63), ლევანდოვსკი, დემბელე
მწვრთნელი: ჩავი
სოსიედადი: რემირო, ელუსტონდო, სუბელდია (პაჩეკო 81), ლე ნორმანი, რიკო, ილიარამენდი (გოროსაბელი 58), სუბიმენდი, მერინო, ბარენეჩეა (მარინი 73), სერლოტი (ფერნანდესი 81), მოჰამედ-ალი შო (კუბო 58)
მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი
მსაჯი: ალბეროლა როხასი
გაფრთხილება: ლევანდოვსკი (53), ბუსკეტსი (72), ალონსო (79), დე იონგი (85); სუბელდია (8), ილიარამენდი (37), კუბო (79), ფერნანდესი (85)
ჟირონა - ვილიარეალი 1:2
0:1 პინო (9), 1:1 დავიდ ლოპესი (24), 1:2 მორენო (90+4)
ბილბაო - სელტა 2:1
1:0 ინიაკი უილიამსი (5), 1:1 ლარსენი (50), 2:1 ბერენგერი (54)
ხეტაფე - ელჩე 1:1
1:0 მუნირი (8), 1:1 ბოიე (45+1)
ალმერია - მალიორკა 3:0
1:0, 2:0, 3:0 ლაზარო (12, 42, 58)