ფეხბურთი

0:27 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრემიერლიგის ხუთგზის გამარჯვებულია

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ „ქალაქელებთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტიტული მოიგო.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გამარჯვება 2017/2018, 2018/2019, 2020/2021, 2021/2022 და 2022/2023 წლების სეზონებში იზეიმა. „ქალაქელებს“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი მატჩი დარჩათ გასამართი. გუნდმა 85 ქულა მოაგროვა, თუმცა ინგლისურ კლუბში მისი რეკორდი 100 ქულაა.ამ ნიშნულს ის 2017/2018 წლების სეზონში შესწვდა.

ესპანელი მწვრთნელი „სიტისთან“ შვიდი წელია (2016 წლიდან) მუშაობს. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხჯერ მოიგო ლიგის თასი, ორჯერ - ინგლისის სუპერთასი და ერთხელ ქვეყნის ასოციაციის თასი.

ხოსეპ გვარდიოლა შეიძლება გახდეს ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ორ სხავადასვა კლუბთან ერთად მოიპოვა თრებლი (სეზონში სამი ტიტული. პირველად „ბარსელონასთან“ ერთად ). „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის და ინგლისის თასის ფინალებშიცაა გასული.

0.115574