ფეხბურთი

22:36 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია

პრემიერლიგის 37-ე ტურის გვიან მატჩში „არსენალმა“ „ნოტინგემ ფორესტთან“ 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე „მანჩესტერ სიტი“ გახდა. „ქალაქელებს“ 85 ქულა აქვთ, „არსენალს“ კი - 81. დარჩენილია მხოლოდ ერთი ტური, ამიტომ მიკელ არტეტას გუნდი ვეღარაფრით დაეწევა ხოსეპ გვარდიოლას კრებულს. თან „სიტის“ კიდევ სამი შეხვედრა დარჩა სათამაშო (გადატანილი მატჩების ჩათვლით), რასაც ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. “ნოტინგემმა“ კი „მეთოფეებს“ ნიგერიელი ტაივო ავონის მე-19 წუთზე გატანილი გოლით მოუგო. ამ გამარჯვებით ნოტინგემელებმა პრემიერლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნეს.

კეიტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მილნერი და ფირმინო ამ ზაფხულს ტოვებენ „ლივერპულს.“ დასახელებულთაგან ბოლო ორმა მაინც შეძლო დღეს „ენფილდზე“გულშემატკივრებთან დამშვიდობება.

მეტიც, ფირმინომ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რამაც გუნდი „ასტონ ვილასთან“ რთულ ბრძოლაში დამარცხებისგან იხსნა. საინტერესოა, რომ მსაჯმა ბრუკსმა მატჩის ძირითად დროს 10 წუთი დაუმატა, მაგრამ მერსისაიდნელებმა სტუმრების ძლევა ვერ მოახერხეს.

„წითლების" გულშემატკივრებმა ფირმინო მაინც ტაშით გააცილეს., შედეგი და მიღწევები ერთია, ადამიანური ფაქტორი კი სულ სხვა.

ბირმინგემელებმა იურგენ კლოპის გუნდს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თითქმის ყველა შანსი წაართვეს. „მანჩესტდერ იუნაიტედმა“ კი „ფულემთან“ სტუმრად (0:1) გაიმარჯვა და ახლა სამი ქულით უსწრებს „ლივერპულს“ და მეოთხე ადგილზე დგას. მერსისაიდელები მეხუთეზე არიან.

პრემირლიგის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. თუმცა „მანჩესტერს“ „ჩელსისთან“ გადატანილი მატჩიც სათამაშო აქვს.

ახლა „ლივერპულმა“ ლიგაში მოსახვედრად აუცილებლად უნდა მოუგოს სტუმრად უკვე გავარდნილ „საუთჰემპტონს,“ „მანჩესტერმა“ კი ორივე თამაში უნდა წაგოს - „ჩელსისთან“ და „ფულემთან.“

„ლივერპულს“ ახალი საშინაო ფორმა მთლად კარგად ვერ დაებედა. სწორედ ასეთი მაისურებით ითამაშბენ „წითლები“ 2023/24 წლების სეზონში.

ინგლისი

პრემიერლიგა

37-ე ტური. 20 მაისი

ნოტინგემ ფორესტი - არსენალი 1:0

ნოტინგემი. „სითი გრაუნდი“

1:0 ავონი (19)

ნოტინგემ ფორესტი: ნავასი (ჰენესი 90+9), უორელი, ფელიპე (ბოლი 79), ნიაკატე, ორიე, მანგალა, იეიტსი, ლოდი, გიბს-უაითი, დანილო (კუიატე 73), ავონი (ჯონსონი 79)

მწვრთნელი: სტივ კუპერი

არსენალი: რემსდეილი, უაითი, გაბრიელი, კივორი (ტირნი 63), ჯაკა (ნკეიტა 63), ჟორჟინიო, პარტი, ედეგორი, საკა, ტროსარი (ვიეირა 70), ჟეზუსი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ავონი (25), ნიაკატე (45+2), გიბს-უაითი (79); ჟეზუსი (54), გაბრიელი (78)

ლივერპული - ასტონ ვილა 1:1

ლივერპული. „ენფილდი“

0:1 რემზი (27), 1:1 ფირმინო (90)

22-ე წუთზე უოტკინსმა პენალტი ვერ გაიტანა

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი (ციმიკასი 72), ფაბინიო, ჰენდერსონი (მილნერი 72), ჯონსი (ჟოტა 63), გაკპო, დიასი (ფირმინო 89), სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ასტონ ვილა: მარტინესი, კეში, კონსა, მინგსი, დინი (მორენო 53, ბეუნდია 65), კამარა, ლუისი (დენდონკერი 87), მაკგინი, რემზი, ბეილი (იანგი 53), უოტკინსი (დიურანი 87)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ჯონ ბოუკსი

გაფრთხილება: კონატე (20), ალეკსანდერ-არნოლდი (66), ფაბინიო (89); მინგსი (45), დინი (53), მარტინესი (78), იანგი (82), კონსა (97)

ბორნმუთი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:1

ბორნმუთი. „ვიტალიტი“

0:1 კაზემირო (9)

ბორნმუთი: ნეტო, ზაბარნი, სენესი, კელი, სმიტი (ვინია 66), კუკი, ლერმა, კრისტი (უატარა 66), ბრუკსი (მური 56), ენტონი, სოლანკე

მწვრთნელი: გარი ო’ნილი

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვან-ბისაკა, შოუ, ლინდელოფი, ვარანი, კაზემირო, ერიკსენი (მაკტომინეი 86), სანჩო (გარნაჩო 72), ბრუნუ ფერნანდეში, ანტონი (ფრედი 86), მარსიალი (ვეგჰორსტი 57)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: კუკი (70)

ტოტენჰემი - ბრენტფორდი 1:3

1:0 კეინი (8), 1:1, 1:2 მბეუმო (50, 62), 1:3 ვისა (88)

ფულემი - კრისტალ პალასი 2:2

0:1 ედუარი (34), 1:1, 2:1 მიტროვიჩი (45+5 პენ, 61), 2:2 უორდი (84)

ვულვერჰემპტონი - ევერტონი 1:1

1:0 ჩან ხვანი (34), 1:1 მინა (90+10)

0.123353