ფეხბურთი

22:30 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერების ფრე ეროვნულ ლიგაში და "დინამო თბილისის" 4:4 "შუქურასთან"

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. სხვა თუ არაფერი, ჩემპიონატის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„სამგურალი“ 8-მატჩიანი მოგებათა სერიით და „დინამო ბათუმთან“ თანაბარი ქულებით შეხვდა აჭარულ გუნდთან შეხვედრას. იმერლები ამ თამაშშიც იგებდნენ, მაგრამ გიორგი ნიქაბაძის გოლით, მაგრამ პირველივე ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა. ამრიგად, ლიდერებმა ქულები გაიყვეს და 32-32 ქულით ლიდერობას იყოფენ. „სამგურალი“ მომდევნო ტურში „საბურთალოს“ ეთამაშება, ხოლო „დინამო ბათუმი“ „თელავს“ შეხვდება.

„თელავმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა და შინ ქუთაისის „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა. ამრიგად, იმერულ გუნდში შოტლანდიელ სტივ კინს წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა. კახელები 11 ქულით მერვე ადგილზე არიან, „ტორპედოს“ 20 ქულა აქვს, მეექვსე ადგილზეა და ხუთეულს უკვე სოლიდურად ჩამორჩება.

თბილისის „საბურთალომ“ „გაგრა“ 2:1 დაამარცხა და „დინამო თბილისს“ გადაასწრო. ომარ თეთრაძის გუნდმა გასვლაზე იური ტაბატაძის დუბლით იმარჯვა და 29 ქულა დააგროვა, ამრიგად, მესამე ადგილზეა. თავის მხრივ, „დინამო თბილისმა“ შინ აუტსაიდერ „შუქურასთან“ ორი ქულა დაკარგა. თამაში დრამატული გამოდგა:

მე-6 წუთისთვის „დინამო“ ულად-ომარ იმრანის დუბლით დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მერე 3 გოლი გაუშვა და 2:3 მარცხდებოდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გიორგი ხარაიშვილისა და ვაგნერის გოლებით სიტუაცია შეცვალა, ისევ დაწინაურდა, თუმცა, 87-ე წუთზე დავით მუჯირმა ქობულეთელებს ქულა გადაურჩინა. „დინამოს“ 28 ქულა აქვს და მეოთხეა, ხოლო „შუქურა“ 8 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

ტურის კიდევ ერთ მატჩში გორის „დილამ“ სტუმრად „სამტრედია“ 2:1 დაამარცხა და მეხუთე პოზიციაზეა 27 ქულით, ხოლო იმერლები 7 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

„გაგრა“ – „საბურთალო“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ტაბატაძე (9, პენ), 0:2 ტაბატაძე (34, პენ), 1:2 ოდიშელიძე (90)

„თელავი“ – „ტორპედო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვიტინიო (90)

„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (11), 1:1 მამუჩაშვილი (32, პენ)

„სამტრედია“ – „დილა“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ძოწენიძე (11), 0:2 გაგნიძე (33), 1:2 კირკიტაძე (70)

„დინამო თბილისი“ – „შუქურა“ 4:4 (2:3)

გოლები: 1:0 იმრანი (3), 2:0 კალანდაძე (6), 2:1 სარდალიშვილი (14), 2:2 მუჯირი (28), 2:3 სარდალიშვილი (38), 3:3 ხარაიშვილი (52), 4:3 ვაგნერი (83), 4:4 მუჯირი (87)

0.117801