ფეხბურთი

20:12 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა

პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ბორნმუთს“ კაზემიროს გოლით 0:1 მოუგო და 69 ქულა მოაგროვა, ამდენივე აქვს „ნიუკასლსაც.“ ესენი მესამე-მეოთხე ადგილებზე დგანან.

„ლივერპული“ კი შინ „ასტონ ვილასთან“ აგებდა, მაგრამ ბობი ფირმინოს გოლით გაათანაბრა (1:1), 66 ქულა მოაგროვა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თეორიული შანსი შეინარჩუნა. მერსისაიდელები მეხუთე საფეხურზეა.

პრემირლიგის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. თუმცა „მანჩესტერს“ „ჩელსისთან“ გადაანილი მატჩიც სათამაშო აქვს.

ახლა „ლივერპულმა“ ლიგაში მოსახვედრად აუცილებლად უნდა მოუგოს სტუმრად უკვე გავარდნილ „საუთჰემპტონს,“ „მანჩესტერმა“ კი ორივე თამაში უნდა წაგოს - „ჩელსისთან“ და „ფულემთან.“

0.113313