ფეხბურთი

19:43 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "არანაირ კონტრაქტზე უარი არ მითქვამს და არც შემოთავაზებები მაქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების შეკითხვები უფრო მეტად მის მომავალს ეხებოდა, ვიდრე ხვალინდელ თამაშს, რომელსაც „ნაპოლისთვის“ ფორმალური ხასიათი აქვს.

„არ ვიცი, ფრთების დაჭრით დე ლაურენტისმა რა იგულისხმა, ეს პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ. ფრთები არ მჭირდება, არსად მაქვს გასაფრენი. ერთი კვირის წინ შეხვედრაზე ყველაფერი განვსაზღვრე და დავაზუსტე. მოგება უფრო რთულია თუ მისი გამეორება? ჩემი აზრით უფრო რთულია დაწყება, „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი მომავალი ექნება, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ახლა უფრო ადვილია მუშაობა, ვიდრე მაშინ იყო, როცა ჩამოვედი.

„ინტერთან“ მატჩისთვის ბევრი სტიმული გვაქვს. ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები დამსახურებულად არიან, ასევე ვულოცავ „რომას“ და „ფიორენტინას“, ეს კარგი შედეგებია, საიდანაც ყველას შეგვიძლია სარგებლის ნახვა და მადლობას ვუხდი მათ.

გუნდმა სრული პოტენციალი გამოხატა? ყოველთვის ძნელია ამის თქმა, ისინი ახალგაზრდები არიან და გამოხატეს ის, რაც აქვთ, თუმცა გასაგებია, რომ რაღაცის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. პრეზიდენტმაც ისაუბრა დიდ მომავალზე და ვფიქრობ, მას ამბიციები აქვს. რას ველოდები ნეაპოლელებისგან 4 ივნისის ზეიმზე? მე ამ გუნდს და ქალაქს მთელი დრო მივუძღვენი, რაც შემეძლო, გავაკეთე. თუმცა, ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე გავეცი, „სტადიო მარადონას“ ზეიმი წარუშლელი დარჩება.

არანაირ კონტრაქტის განახლებაზე, ხელფასის მომატებაზე უარი არ მითქვამს, არც ის არის სიმართლე, რომ სხვა კლუბებიდან შეთავაზებები მაქვს და მათ ველოდები. ვინც ამას წერს, სულ ტყუილად აკეთებს ან უბრალოდ, ეს სიამოვნებს.

მესამე ადგილზე რომ გავედით, ყველა გვაკრიტიკებდა. მაგრამ შეგიძლიათ ჰკითხოთ დი ლორენცოს ან ყველას, რა ვუთხარი მათ სეზონის წინ. გვჯეროდა, რომ ჩემპიონობა შეგვეძლო. ახლა კი, ყველას გეთანხმებით, როგორც პრეზიდენტმა თქვა, "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უნდა იბრძოლოს, ამ გუნდს ეს შეუძლია. დე ლაურენტისმა "ნაპოლი" ნულიდან ამ დონემდე მიიყვანა და იცის, რა უნდა გააკეთოს მომავლისთვის. ვის შევინარჩუნებდი გუნდში პირველ რიგში? ყოველთვის ერთიანობამ უნდა იმუშაოს, მაშინაც კი, თუ გუნდში ფანტასტიკური მოთამაშეები არსებობენ, რომლებიც სხვებზე წინ არიან, როგორებიც არიან კვარა და ოსიმენი, მაგრამ გუნდი მაშინაც ახერხებდა გამარჯვებას, როცა ისინი მოედანზე არ იყვნენ. ისინი შეტევაში იყვნენ, თუმცა მათ უკან სხვები უკან მუშაობდნენ, როგორც ხელმძღვანელობამ, რომელმაც საუკეთესო პირობები შემიქმნა. „იუვენტუსში“ ჩემი გადასვლა? მხოლოდ მიმდინარე სეზონზე საუბარი შემიძლია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი 21 მაისს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115587